ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ზოგიერთს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. განსაკუთრებით საყურადღებოა 3 მგზავრის მდგომარეობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდოდ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ავტორი: ემა გოგოხია