აზერბაიჯანულ სამშენებლო კომპანიას თანამშრომლები და კონტრაქტორები უჩივიან - ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანულ სამშენებლო კომპანია "აკორდ ჯორჯიას" თანამშრომლები და კონტრაქტორები უჩივიან. ისინი ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ანაზღაურებას არ აძლევენ.

ამ ეტაპზე კომპანიას ყველა სამუშაო შეჩერებული აქვს. მოძრაობა "უპატრონოს" ლიდერი დავით კალმახელიძე ამბობს, რომ სასამართლოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა სახელმწიფო მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა.

200-მდე დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციებს აანონსებს.

"კომპანია აკორდმა, პრაქტიკულად ვინც კი შეიძლებოდა ფიზიკური თუ იურიდიული პირები, უბრალო მუშიდან დაწყებული კონტრაქტორებით დამთავრებული, ყველა გადააგდო ფინანსურად. შიმშილისგან კვდება ხალხი იქიდან გამომდინარე, რომ 2 წლის ხელფასები აქვთ გაუცემელი. სახელმწიფოსთან დაარღვია "აკორდმა" ყველა ხელშეკრულება და ვალდებულება, თუმცა დღეს სახელმწიფო დუმს. 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი მარტო მე რაც შევძელი, ჩემი ძალებით, მოვაგროვე ინფორმაცია, არის დაზარალებული. ჩამოვაყალიბე მოძრაობა, „უპატრონო“ დავარქვი, იმიტომ, რომ უპატრონოა ყველა აკორდისგან მიტოვებული ადამიანი. მივმართავ ყველას, ვინც დაზარალებულია, ვინც ვერ ნახა ამ ქვეყანაში სამართალი, მოვიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ უკანასკნელი დაზარალებული ამ ქვეყანაში არ მიიღებს თავის ფულს", - ამბობს დავით კალმახელიძე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი