საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 40 ადამიანი, 21 623 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 425 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 26 163 ტესტით, ხოლო 20 262 PCR-ით. 12 თებერვალს აიცრა 2 089 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 33,84%-ია, ბოლო 14 დღის - 31,66%-ია, 7 დღის - 32,85%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 454 065 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 248 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 556 კი გარდაიცვალა.