"რუსეთის მოქალაქეს სცემა და ტელეფონი გასტაცა" - ქუთაისში ტურისტის ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქუთაისში ტურისტზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირი არასრულწლოვანია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, 2004 წელს დაბადებულმა ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი