81 წლის ასაკში ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა.
როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ 1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“, ოქროს ფირფიტით, მზის სისტემაში გაიტანა. ის ამ ჩანაწერში „ჩაკრულოს“ ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა.
ცნობისთვის, 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.„ჩაკრულო“ NASA-მ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა.
ფოტო: Nationalgeographic.