ვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მიმდებარე სოფლებთან დაკავშირება შემოვლითი გზით ხდება.
ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა.
შესაბამისი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.