აფრიკის დასახლებაში ხვალ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ინსპექცია ხვალ მათი სახლების დანგრევას აპირებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და თუ სახლები დაინგრევა, ისინი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩებიან.
მათივე თქმით, უმძიმესი პირობების გამო, სოციალური დახმარება არაერთხელ მოითხოვს, თუმცა ამის მიუხედავად, დახმარება ვერ მიიღეს.
ადგილობრივები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას და სახლები დაკანონებას ითხოვენ.
"გვებნებიან, მოვალთ და დაგინგრევთო. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ სადმე ვიცხოვროთ. უნდა დამინგრიონ და ქუჩაში უნდა დავრჩე. მთავრობას იმას ვეხვეწები ბავშვი ქუჩაში არ დამიტოვოს. თუ დანგრევას ფიქრობენ, მაშინ მომცენ სახლი და გადავალ, იქ ვიცხოვრებ. თქვენ იცით, რომ გავდივარ ხანდახან ბოთლებს ვაგროვებ და ვაბარებ, რომ ბავშვს რაღაც ვაჭამო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.