ვაქცინაცია 14-18 წლის მოზარდებში | NCDC გეგმას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ჩატარების გეგმაზე ინფორმაციას ავრცელებს. 

ვაქცინაცია შემდეგი სქემით დაიგეგმა:

15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში - ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში - სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0-2-6 თვეებს შორის შუალედი, ანუ პირველსა და მეორე დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე და არაუმეტეს 2, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინეტრვალი უდნა იყოს არანაკლებ სამი და არაუმეტეს 6 თვე;

9-13 წლის ასაკის გოგონებში რუტინული ვაქცინაცია გრძელდება ჩვეულებრივი სქემით - ორჯერადად, 6 თვის ინტერვალით.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი