15 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ჩაინიშნა. სოლიდარობის აქცია პარლამენტთან, 18:00 საათზე დაიწყება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეგობრებო!!! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე, - წერენ აქციის ორგანიზატორები.