“ცოცხების აქციის” მთავარი ორგანიზატორი ზუგდიდში, ღიად გვემუქრება, რომ "ქართული ოცნება" ხვალინდელი საკრებულოს სხდომის ჩაშლას ეცდება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი
წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ და ყურადღება მიაქციონ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" არჩეულ საკრებულოს წევრებს არ მისცეს მუშაობის საშუალება და ჩაშალოს სხდომა.
"ხვალ 14:00 საათზე ჩანიშნულია ზუგდიდის საკრებულო სხდომა. ეს ადამიანი არის ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან.
ბევრს გემახსოვრებათ არაერთხელ “ცოცხების აქციის” მთავარი ორგანიზატორი ზუგდიდში. ღიად გვემუქრება, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომას ქართული ოცნება ეცდება ჩაშალოს.
US Embassy Tbilisi, Georgia European Union in Georgia - იმედი მაქვს ყურადღებას მიაქცევთ როგორ ცდილობს ქართული ოცნება არჩეულ საკრებულოს წევრებს არ მისცეს მუშაობის საშუალება და ჩაშალოს სხდომა, მხოლოდ იმიტომ რომ ზუგდიდელებმა აირჩიეს ოპოზოცია და ქართული ოცნება",- წერს ანა წითლიძე Facebook-ზე.