კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ითვლება, რომ ვირუსი ბავშვებში უმეტესად უსიმპტომოდ და ნაკლები გართულებებით მიმდინარეობს. თუმცა, ერთი შეხედვით ხილული შედეგების გარეშე გადატანილმა კოვიდმაც კი შესაძლოა პატარების ჯანმრთელობას სამუდამო დაღი დაასვას.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში დაასკვნეს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 7-ჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც A ტიპის დიაბეტი დაუდგინდა და ცხოვრების ბოლომდე ინსულინის ინექციები სჭირდებათ.
საქართველოშიც პანდემიის პერიოდში ბავშვთა დიაბეტი მზარდი აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტი სურათის დანახვა ჯერჯერობით არავის უცდია. ჩვენი რეპორტაჟის გმირებიც სწორედ ის ბავშვები არიან, რომლებსაც კოვიდის უსიმპტომოდ გადატანის შემდეგ A ტიპის დიაბეტი დაუდგინდათ.
ავტორი: ნინო ჟვანია