ახლა კი ხმების მაძიებლები უნდა გაგაცნოთ - ადამიანები, რომელებმაც ამერიკული ოცნება პირდაპირ თბილისიდან აიხდინეს. და ამისთვის სულაც არ დასჭირვებიათ მკვლელი უდაბნოს გავლა და საკუთარი სიცოცხლის გარისკვა. პირიქით, მათი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოსთვის ახალ ადგილს ამკვიდრებს მსოფლიო რუკაზე.
"ბიბისი", "ნეტფლიქსი", "ეიჩბოუ", "პარამაუნტი" და კიდევ სხვა ცნობილი კინოსტუდიები საკუთარი პროდუქციის აუდიო ეფექტებით გაფორმებას სწორედ თბილისურ კომპანიას უკვეთავენ. ყველაფერი კი თამამი იდეით და სწორი ხედვით დაიწყო.