"ეს ხვალ თანამდებობაზე აღარ უნდა იყოს. ავადმყოფი" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის "ხუმრობას".
"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს" - ასე გამოეხმაურა ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თემო ხასია მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. მისი Facebook-პოსტის ამსახველი "სქრინი" TV25-მა გაავრცელა:
ეს პოსტი თავად თემო ხასიას Facebook-გვერდზე აღარ იძებნება. სავარაუდოდ, მან "ხუმრობა" დაწერიდან მალევე წაშალა.