მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელ შახმარლოში სახლის კედელი ჩამოინგრა

გამოქვეყნდა:

მიწისძვრას დმანისის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ზარალის ზუსტ რაოდენობას მთავრობ ითვლის.

ხელისუფლება ოჯახს დახმარებას ჰპირდება. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო სამსახური.

"ხალხს ცოტა შიში ჰქონდა, გარეთ იყო გამოსული და ერთი რა ინფორმაცია გვაქვს ეს არის სოფელ შახმალოში მოქალაქის ორსართულიანი სახლის უკანა კედელია ჩამონგრეული, დანარჩენი, ცოტა ხშირია ხოლმე ეპიცენტრი ჩვენთან დმანისის მუნიციპალიტეტში, საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს, თუ რამე იქნება ზარალი ყველაფერს ავუნაზღაურებთ, ვნახოთ, შევხედავთ", - თქვა დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ცნობისთვის, 13 თებერვალს ღამით დმანისში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამთენიისას, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს.

ფიტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი