მიწისძვრამ თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორის ფიროსმანის მუზეუმი

გამოქვეყნდა:

მიწისძვრამ თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა, მათ შორის ფიროსმანის მუზეუმი 13 თებერვალს, დმანისის სოფელ სამებაში მომხდარ მიწისძვრას ძლიერი ბიძგები მოჰყვა თბილისშიც. ძველ უბნებში რამდენიმე შენობა დაზიანდა.

კედელი ჩამოიშალა ნიკო ფიროსმანის მუზეუმში.

სოლოლაკში, წავკისის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ბზარები გაჩნდა. სახლში სმენადაქვეითებული პირები ცხოვრებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ შენობის ავარიულობის გამო მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გარდა შიდა ბზარებისა, მიწისძვრის შედეგად სამსართულიანი სახლის კედელიც დაზიანდა.

ღამით პრობლემები შეიქმნა სანატორიუმ "ქართლში" სადაც მოქალაქეებმა სამაშველო გამოიძახეს. ბიძგების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოიშალა, მოსახლეობა კი ღამის გასათენებლად გარეთ გამოვიდა.

ცნობისთვის, 13 თებერვალს ღამით დმანისში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამთენიისას, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი