ბზარებმა იმატა, ღია ცის ქვეშ გათენება გვიწევს - ბათუმში მიწისძვრამ ავარიულ შენობაში მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა

გამოქვეყნდა:

13 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც.  მაიაკოვსკის ქუჩის 54 ნომერში მცხოვრებლებმა ბინები დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ. მათი ინფორმაციით, კორპუსი ისედაც ავარიულია და მიწისძვრამ ახალი ბზარები გააჩინა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  კორპუსიდან გასახლებისთვის მერიამ თანხა გამოყო, თუმცა მშენებელ კომპანიას კუთვნილი ბინები ამ დრომდე არ აუშენებია.

"ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს, ავარიული შენობაა, ყველა გარეთ ვართ გამოსული, ჩვილი ბავშვებით არიან მანქანებში, ფაქტობრივად არ შეიძლება იქ დარჩენა. გაუსაძლისი პირობებია, მოგვაქციოს მერიამ ყურადღება, გადაიღეთ, ნახეთ როგორ არის კედლები დაბზარული, ამაღამ გვიწევს ღია ცის ქვეშ გათენება ამდენ სულს", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. 

ადგილობრივების თქმით, შენობის სარდაფში წყალი დგას, მიწისძვრის შემდეგ კი ბზარების რაოდენობამ მოიმატა.

ღამით ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო. ხუთსართულიან შენობაში ჯამში 45 ოჯახი ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი