"კედელი გადმოინგრა, კარგია, რომ უვნებლად გადავრჩით" - რა ვითარებაა სოფელ სამებაში

გამოქვეყნდა:

ამ დროისთვის მშვიდი მდგომარეობაა დმანისში, სოფელ სამებაში, სადაც გუშინ 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში ბიძგები კიდევ რამდენჯერმე განმეორდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა. ერთ-ერთ ოჯახს ფერმის კედელი ჩამოენგრა, ისინი გამგეობისგან დახმარებას ელიან. 

"ასეთი ძლიერი ბიძგები ჯერ არ ყოფილა, მართლა შემაშინებელი, შემაძრწუნებელი იყო, სახლი ტრიალებდა. სამჯერ განმეორდა, პირველად ძალიან ძლიერი იყო, შემდეგ ცოტა შესუსტებული, ბოლოს შეუმჩნეველი. ძალიან ხშირია, 2019 წლის ზაფხულიდან რომ დაიწყო, ძალიან ხშირადაა უკვე, მაგრამ ასეთი ბიძგები არ ყოფილა რაც ახლა იყო", - ამბობს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, 13 თებერვალს ღამით დმანისში, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამთენიისას, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი