ადგილობრივების თქმით, სოფელ სამებაში, სადაც გუშინ 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
დმანისის მცხოვრებლების თქმით, ასეთი ძლიერი მიწისძვრა ბოლო პერიოდში არ ახსოვთ.
"11-ის 20 წუთი იყო, იყო ძალიან ძლიერი, გუგუნებდა სახლი, თითქოს ტანკები შემოცვივდნენ ისეთი ხმა იყო. განმეორდა მეორედ, მესამედ. არავინ არ მოსულა, არავინ არ დაინტერესებულა არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან და არც ზემოდან. საერთოდ იციან რომ აქ სამება არის? იციან, რომ დასახლებული პუნქტია?",- ამბობს სამებაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი იყო. სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მთელი ღამე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ღია ცის ქვეშ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ავტორი: ბაჩო ტურაშვილი