ინფორმაცია არაზუსტია - NCDC დღევანდელ კოვიდსტატისტიკაზე

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს -ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 21 ადამიანი  გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი