გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 15-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.