ჯართის შემგროვებლებს ზუგდიდში ინდ. მეწარმის სტატუსი მოსთხოვეს და დაჯარიმებით დაემუქრნენ - აქცია მერიასთან  

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ზუგდიდში მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - 20-მდე მოქალაქე, რომელიც ჯართის შეგროვებით ირჩენს თავს მერთან შეხვედრას მოითხოვს. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათთან მერიის თანამშრომელი მივიდა და ინდმეწარმის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც თვითდასაქმებულებმა ეს დოკუმენტი ვერ წარადგინეს, ზუგდიდის მერიის ჩინოვნიკი დაემუქრათ, რომ შემდეგ ჯერზე 1 000 ლარით დააჯარიმებდათ. 

ადამიანები, რომლებიც წვიმასა და ქარში დაუსახლებელ ადგილებში ჯართს აგროვებენ და რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყაროც სწორედ ესაა, ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არსებობის საშუალებას არ აძლევთ.  

მათ უმრავლესობას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ისინი ამბობენ, რომ არც სახლ-კარი აქვთ და არც სხვა ალტერნატივა, ვინაიდან ლუკმა-პურის ფულს ჯართის ჩაბარებით გამოიმუშავებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი კვარაცხელია "მთავარ არხს" უყვება, რომ გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო და იმის გამო, რომ პურის ფული ვერ იშოვა, იძულებული გახდა, საკუთარი შვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა და თვითონ თვითმკვლელობაც სცადა. როგორც კვარაცხელია ამბობს, აუტანელი პირობების ფონზე სახელმწიფო მას და მასთან ერთად დასაქმებულებს გადასახადების გადახდას სთხოვს.

​ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი