ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც მუხიანში დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს, 36 წლის დავით თევზაიაა. მისი ცხედარი მეზობლებმა გობრონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს.
რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ თევზაიას პრობლემები არ ჰქონდა, ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს და მას მაისური ჰქონდა შემოხეული.
ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, პოლიციას სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები არ ამოუღია. გარდა ამისა, ადგილზე ამბობენ, რომ სისხლის კვალი არ შეუმჩნევიათ.