ბუსტერი იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური გამოსავლისგან- გამყრელიძე 

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო კვლევებით, "ომიკრონის" შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ ნარჩუნდება. 

გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარი გამოსავალი არის აცრა და ბუსტერი. გამყრელიძემ ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ანტივაქსერული განცხადების შემდეგ გააკეთა:

"ომიკრონის გადატანის შემდგომ გარკვეულად იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ ყველასთვის მოწოდებაა აცრა, ვინც არ არის აცრილი და განსაკუთრებით ბუსტერი, ვინც 2-ჯერ აცრილია. ბუსტერზე უკვე ბევრი კვლევაა, სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური გამოსავლისგან"- ამბობს გამყრელიძე. 

 „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - თქვა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი