"ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე ისაუბრა და თქვა, რომ უმჯობესია პროცესები უფრო თემატური და დარგობრივი გახდეს.
ხუნდაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ ასახვას ჰპოვებს მედიის მუშაობაზე და ქართული მედიაც "გადაეწყობა".
"წეღან იყო კარგი მაგალითი, რომელმაც უკვე შედეგი გამოიღო, როცა პოზიცია და ოპოზიცია გაერთიანდა და დაისახა მიზნად, რომ პოზიტიურ შედეგზე გასულიყო ეს ეხება საპენსიო-საბანკო სესხებს და მის შედარებით შეღავათს, რომელზეც შედეგი უკვე მიღწეულია. იმ შემთხვევაში ქართული მედიაც გადაეწყობა და არ იქნება მხოლოდ სკანდალებზე, რაც გაყიდვადია და თემა სკანდალური გარკვეულ ტოქსინად იქცა საზოგადოებისთვის და ამას სასურველი პერსპექტივა ვერ ექნება" ,- თქვა ხუნდაძემ.