ხაშურში გარდაცვლილი დედა-შვილი და მუქარა მოწმეზე - მეყანწიშვილს პოლიცია კითხავს

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილის საქმე და მუქარა "ოქორს მოწმეზე" - მარიამ მეყანწიშვილს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში კითხავენ. გამომძიებლებს აინტერესებთ რა ინფორმაციას ფლობს ის ხაშურში გარდაცვლილ დედა-შვილზე, ასევე, რა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღო მას შემდეგ, რაც "შაბათის მთავარს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

მეყანწიშვილმა გარდაცვლილების მეზობელი, დაჩი ტაბატაძე ძალადობაში ამხილა, თუმცა ის პოლიციამ მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დაიბარა.

"ბატონი მურთაზის და ქალბატონი ვენერას მიმართ ჰქონდა განხორციელებული არა მარტო ძალადობის არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. წინასწარი აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში შემოიფარგლებიან მხოლოდ გირაოთი და არა პასუხისგებაში მიცემის აღნიშნული პირის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიცოდეთ და დავამტკიცოთ, რომ მას ნამდვილად ჰყავდა და ჰყავს მფარველები", - თქვა მარიამ მეყანწიშვილმა.

მეყანწიშვილი გამოკითხვაზე იქამდე არ დაიბარეს, სანამ თბილისის ერთ-ერთ სამმართველოს თავად არ მიმართა. ქალი ამბობს, რომ თუ დაჩი ტაბატაძეს არ დასჯიან, იძულებული გახდება ქვეყანა დატოვოს.

შეგახსენებთ, 50 წლის კაცი სახლში გარდაცვლილი 5 თებერვალს დილით ნახეს. მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. რამდენიმე საათში გარდაცვლილის დედას მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

მარიამ მეყანწიშვილი "მთავარ არხთან" ყვებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა-შვილზე მათი მეზობელი დაჩი ტაბატაძე სისტემატიურად ძალადობდა, რის გამოც, მათ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი