გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერის რწმუნებულის ცხემლისხიდის თემში თანაშემწედ ნუგზარ შაინიძე "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის მოზვერის ჩუქების სანაცვლოდ დაინიშნა.
ამის შესახენ ინფორმაცია სოფელში ვრცელდება, რასაც ადგილობრივი ოპოზიცია ადასტურებს. თავად ნუგზარ შაინიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ის აღნიშნულ თანამდებობზე "ოცნების" ადგილობრივი შტაბის უფროსის, ლალი სიჭინავას რეკომენდაციით დაინიშნა. თუმცა მისთვის მოზვერის მიყვანას უარყოფს.
თავის მხრივ, სიჭინავა შაინიძესთან ნაცნობობას უარყოფს და ამბობს, რომ არათუ მოზვერი, მის დანიშნვაზე რეკომენდაციაც კი არ გაუცია.
საწინააღმდეგო აზრზე არიან ოპოზიციაში - ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი დავით მჟავანაძე ადგილობრივ საკადრო პოლიტიკას სავალალოს და კატასტროფულს უწოდებს, განსაკუთრებით ის მოზვერის სანაცვლოდ სოფლის გამგებლის მოადგილის დანიშვნას და ერთ ერთ სოფელში ჯგუფური ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირის დაწინაურებას ასახელებს.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე