ხელისუფლების მიერ საჯარო მოხელეების კომფორტზე კოლოსალური თანხის ხარჯვა კიდევ უფრო შემზარავად გამოიყურება მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან მიტოვებული რიგითი მოქალაქეები, გაჭირვების გამო უკიდურეს ნაბიჯზე მიდიან.
ამ დრომდე კრიტიკულია იგორ იზრახა ნოვლის ჯანმრთელობა, რომელმაც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თვითმკვლელობა სცადა. ტყიბულში მცხოვრები ოჯახი წლებია იბრძვის გადარჩენისთვის, თუმცა სახელმწიფოს შემწეობის შეწყვეტის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
ოჯახის უფროსს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მძიმე სამუშაოს ვერ უმკლავდება, ერთადერთი შემოსავლი პენსია დარჩა, რომელიც საკვებზე და მედიკამენტებზე არ ჰყოფნის.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი