"არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია" - კოვიდ 19-ით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

კორონა ვისურით გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი  ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. 65 წლის პაციენტის შვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ მამას, რომელიც ეროვნული ბანკის თანაშრომელი იყო, მაღალი ტემპერეტურა დაეწყო, თუმცა ექიმებმა მას სეზონური გრიპის დიაგნოზი დასუვეს და კლინიკაში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, ვირუსის გართულებული ფორმით გადაიყვანეს.  სოფო ქაშაკაშვილი ასევე ამბობს, რომ მამას ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდა.

ბოჭორიშვილში უკვე მძიმე იყო რომ მიიყვანს, თუმცა ბოჭორიშვილშიც გვითხრეს, რომ ეს იყო ჩეულებრივი სეზონური ვირუსი . რენდგენში არ უფიქსირდებოდა ფილტვების ანთება და მხოლოდ მესამე დღეს მოვიდა ლუგარიდან ტესტი დადებითი, რის შემდეგაც აღმოჩნდა,რ ომ იყო ფილტვების ანთება ორ მხრივი, ფილტვებშ იყო წყალი და უკვე  ბატონმა ლევან რატიანმა რაც განაცხადა, რა გართულებებიც შევიდა უკვე, ეს ყველაფერი დაემართა ფაქტიურად, აი, ამ პერიოდში, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და ბოჭორიშვილის პირობებში, თორემ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები ამ ადამიანს 65 წლის განმავლობაში არ ჰქონია, - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კი გარდაცვლილ მამაკაცთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საკმაოდ მძიმე დაავადებები ჰქონდა, კოვიდ 19-მა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი