საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ხელახლა იწყება

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ხელახლა იწყება. უფლებადამცველები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ის ნორმები, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს უკანონოდ შეეზღუდა დაცვის ეფექტურად განხორციელების უფლება. საუბარია ადვოკატებისთვის დაკისრებულ გაუთქმელობის ვალდებულებაზე.

ნორმების გაუქმების შემთხვევაში, მამალაძეს საქმის გადასინჯვა გახდება შესაძლებელი. ადვოკატის ინფორმაციით საკონსტიტუციომ საქმე ერთხელ უკვე განიხილა, თუმცა პოლიტიკური გავლენების ქვეშ მყოფმა მოსამართლეებმა კოლეგიას გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცეს, ამიტომ საქმე ახლა დიდ პალატას გადაეცა.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღირსეულად, დამოუკიდებლად და ობიექტურად. ეს იქნება ის, რომ ნორმები, რომლებიც ცალსახად არაკონსტიტუციურია და ზღუდავს დაცვის ეფექტურად განხორციელების უფლებას, იქნება დაკმაყოფილებული და გაზიარებული, რაც მოგვცემს საბოლოოდ იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ციანიდის საქმეზეც მოხდეს ამ საქმის ეფექტური გადასინჯვა", - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ცნობისთვის, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა. ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი