ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - დაკავებულია 8 პირი
გამოქვეყნდა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 8 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან:
1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი., რომლის ბინის ჩხრეკისას "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 14 ვაზნა ამოიღეს.
1984 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ო. ჩხრეკისას ამოღებულია "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და 5 მჭიდი.
1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.მ. მისი ავტომობილის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 ვაზნა ამოიღეს;
1985 წელს დაბადებული ა.ჯ. ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, რევოლვერი და 25 საბრძოლო ვაზნა;
1978 წელს დაბადებული რ. კ. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 ცალი "სმიტ ვენსონის" მოდელის რევოლვერი და 23 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს;
1969 წელს დაბადებული კ.კ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას "ჩეზეს" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს;
1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს;
1988 წელს დაბადებული კ.ლ. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: პისტოლეტი მჭიდით, 2 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანის 10 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.