შიდა ქართლში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ უარესდება. ვირუსი რეგიონის კიდევ ერთ მცხოვრებს დაუდასტურდა. ის სოფელ მეტეხში მცხოვრები 60 წელს გადაცილებელი ქალია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს. ინფიცირებული ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ინფიცირებულის ოჯახში დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და ნიმუშებს იღებდნენ, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან.
დედამთილია ჩემი, სანიტარია. სახლში არაფერი სიმპტომები არ ჰქონია, იქ რომ აღმოუჩნდა სიმპტომები კარანტინში გადაიყვანეს. გუშინწინ გადაიყვანეს რეპსუბლიკურში, - ამბობს ინფიცირებულის ოჯახის წევრი.
შიდა ქართლში კოვიდ 19-ის ინფიცირების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.