მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლებს ბარათები დაებლოკებათ - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მეტროსადგურებში ე.წ. "გამტარებლებს" ბარათები დაებლოკებათ.

როგორც მან აღნიშნა, კონტროლიორს სრული უფლება აქვს პირებს, რომლებიც ჩვეულებრივ მგზავრებს სხვადასხვა ბარათით ატარებენ და მათგან ფულს იღებენ, ბარათები დაუბლოკოს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით, ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად ისინი აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით, ეს შეიძლება არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით... ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. 

ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ არ მივცეთ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს ჩამოართვას პირს ბარათი და დაბლოკოს. 

ამასთან, კალაძემ მედიას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში ჩარევას და კანონდარღვევის წახალისებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი