თბილისში, ტექნიკის მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს [video]

გამოქვეყნდა:

16 თებერვალს, გამთენიისას თბილისში მაღაზია iStore გატეხეს. შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალში მოხდა.

სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ ამტვრევს 2 პირი მაღაზიის ვიტრინას. ისინი სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან. 

სავარაუდოდ, მაღაზიიდან წაღებული არაფერია, რადგან კადრების მიხედვით შუშების ჩამტვრევის შემდეგ, ისინი გაიქცნენ. 

შემთხვევა გამთენიისას 07:05 საათზე მოხდა. ვიდეოების ავტორი წერს, რომ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.

"მთავარი არხის" ვებგვერდი მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი