საქორწილო კაბები გაიაფდა

გამოქვეყნდა:

საქორწილო კაბები გაიაფდა. თბილისში მდებარე მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიის დაწყებისა და დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ძველი ფასების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს გაყიდვების 80%-იანი კლება ჰქონდათ. BM.ge-სთნ საუბრისას ისინი ამბობენ, რომ მომხმარებელი მაღაზიაში შესვლისგან საერთოდ თავს იკავებს, რადგან ქორწილები და სადღესასწაულო აქტივობები აკრძალულია. 

"თუ 2020 წლამდე ჩვენთან საქორწილო კაბა საშუალოდ 3 000 ლარი ღირდა, ახლა 1000-2000 ლარი ღირს. ასევე, თუ ადრე მომხმარებელი კაბაში 5 000 ლარს იხდიდა, ახლა იგივე კაბაზე მხოლოდ 1 000 ლარის გადახდა სურთ", - ამბობენ ისინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი