ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სამხედროების დიდი ნაწილი უკრაინის საზღვრებთან გადაისროლა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოები ცარიელია და მხოლოდ 4-5 ადამიანი, ბაზებში კი დაახლოებით 15-მდე ადამიანია დარჩენილი. დანარჩენი რუსი სამხედროები, რომლებიც დისლოცირილებული იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზებზე, ერთი კვირის წინ ჯერ სოხუმში, შემდეგ კი კრასნოდარში გადაიყვანეს. როგორც ისინი ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, მათ უკრაინაში უპირებდნენ წაყვანას.
ავტორი: ემა გოგოხია