"შენობა წყალზე დგას, კედლები დაბზარულია, თავზე დაგვენგრევა ყველაფერი" - სოციალურად დაუცველების პროტესტი ორხევში

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო გუშინ ორხევში, სადაც სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლებმა იქ არსებული პირობები გააპროტესტეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობა, რომელშიც ისინი მერიამ შეასახლა, ჭაობზე დგას, კედლები დაბზარულია, ზაფხულში არიან გველები და ანტისანიტარიაა.

"ვცხოვრობთ 75 ოჯახი, 120 ბავშვი, კედლები გაიბზარა, გარედან არის საშიშროება, რომ კედელი ჩამოინგრეს", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

მოსახლეობა ამბობს, რომ დაწყებულია ნგრევის პროცესი, რაც იქ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საშიშს ხდის.

მოსახლეობა ითხოვდა, შენობაში მედიის წარმომადგენლები შეეშვათ, თუმცა დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრძანება აქვს ამის საშუალება არავის მისცეს.

ადგილობრივები ყველას თხოვენ, შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი