გენადი ბესტაევს დღეს სოფელ მერეთში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ

გამოქვეყნდა:

გენადი ბესტაევის ცხედარს დღეს სოფელ მერეთში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. ოკუპანტების კიდევ ერთ მსხვერპლს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა. ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი უკანასკნელი სამი თვე, კომატოზურ მდგომარეობაში თბილისში, კლინიკაში იყო.

"რაც მინდოდა ჩემი ძმისთვის ის მიეაცათ, ერთ ოთახში ყოფილიყო, მავთულხლართები აქვს იმის სახლს შემორტყმული და აკრებს პლომბი ადევს. თავიანთი რჯულისას რომ ვერ ინდობენ, ეგენი სხვას დაინდობენ?! თუკი იმ ორ წელში კაცი მოკვდა და მაშინ შეიწყალეს, ცოტა ადრე ეთქვათ, და გამოეშვათ", - ამბობს გენადი ბესტაევის და.

53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახი ამბობს, რომ მას მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და ის სავარაუდოდ, ოკუპანტებმა ციხეში აწამეს.

მას შემდეგ, რაც  ინსულტი განუვითარდა, ბესტაევი ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს. ბესტაევის გათავისუფლებას  ოჯახი 2 წლის განმავლობაში ითხოვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი