15 644 ახალი შემთხვევა და კიდევ 46 გარდაცვლილი - 17 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 46 ადამიანი, 24 110 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 912 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 32 295 ტესტით, ხოლო 20 617 PCR-ით. 16 თებერვალს აიცრა 3 257 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 29,57%-ია, ბოლო 14 დღის - 32,01%-ია, 7 დღის -  30,99%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 511 800 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 324 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 729 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი