"ამზადებდნენ ყალბ კუპიურებს, რომლებიც თბილისსა და რუსთავში გაასაღეს" - პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გაასაღეს, ხოლო 7 ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს.

"სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 15 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები იქნა ამოღებული", - აცხადებენ პროკურატურაში.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ამასთან, ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ობიექტზე ყალბი ფულის გასაღების ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი