მეორე კვარტლის დასაწყისიდან, შესაძლოა, საქართველოში 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამ საკითხზე "ფაიზერთან" მოლაპარაკება უკვე დასრულების ეტაპზეა.
პარალელურად მოლაპარაკება მიმდინარეობს კოვიდის სამკურნალო მედიკამენტ "პაქსლოვიდზე", რომელიც ასევე "ფაიზერის" წარმოებულია. გაბუნია ამბობს, რომ მოკლე ხანში დაზუსტდება, როდის მიიღებს მედიკამენტს საქართველო.