ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა ეს რეორგანიზაცია, არხმა ის გააკეთა, რასაც ალტ ინფოს ლიდერები იმუქრებოდნენ - იმედა დარსალია

გამოქვეყნდა:

"ახალი კვირის" უკვე ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირადად მის გამო გამოაცხადა რეორგანიზაცია, რასაც მისი გადაცემის დახურვა მოჰყვა.

"მენეჯმენტმა ერთადერთი მიზეზი თქვა, რომ გადაცემამ არსებულ ფორმატში თავი ამოწურა და საჭიროა ფორმატის ცვლილება, შესაბამისად, გადაცემიდან მომხსნეს მე, როგორც წამყვანი. არ უთქვამთ რა ფორმატზეა საუბარი, თვითონაც არ იცოდნენ იმ მომენტში, მე დიდი ეჭვი მაქვს, კი არა 100%-ით ვამბობ რომ ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის", - ამბობს იმედა დარსალია. 

მისივე თქმით, რეპორტაჟის - "ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგია" გასვლიდან ერთ თვეში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები იმუქრებოდნენ - "არხმა ის გააკეთა, რასაც ალტ ინფოს ლიდერები საჯაროდ იმუქრებოდნენ, რომ გაგვაქრობდნენ ამ პროფესიიდან"- ამბობს იმედა დარსალია. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი