"გავაჩერებთ ალბათ მანქანებს... 50-100 ლარამდე გაიზარდა ხარჯი" | ბენზინის ფასი 4 ლარი გახდება

გამოქვეყნდა:

ფასების მატების მოსალოდნელი ახალი ტალღა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც ინფლაციის მაჩვენებელია დამოკიდებული, საწვავის ღირებულებაა, რომელიც ყველა პროგნოზით, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება.

​ექსპერტების გათვლით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში, საწვავის ფასი, 4 ლარს მიაღწევს.  

კიდევ უფრო რთული რეალობის მოლოდინში მყოფი ეკონომისტების რეკომენდაცია უცვლელია. ექსპერტები ხელისუფლებას საგადასახადო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი ფაქტორი გადასახადების შემცირება იქნება, რაზეც ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს.

ამ მონაცემებით, ნავთობიმპორტიორები აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ჯამში 86 თეთრს იხდიან.
 
ავტორი: ნინო გიგაური 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი