ანეკდოტია, როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი?! - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პირველ არხთან საუბრობს.
მეცინება როცა ამბობენ, მთავრობა ხელს უწყობს, რომ არ იყოს ბევრი ვაქცინირებული და მთავრობა ანტივაქსერიაო... ანეკდოტია, როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი, როდესაც, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეულობით მილიონი გაიღო ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ადამიანები აეცრა - 200 ლარს აძლევენ ყველას, ვინც პირველ აცრას გაიკეთებს და დამატებით 100 ლარს, ვინც მესამე ბუსტერ დოზას. ამის მერე როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი?, - ამბობს ცერცვაძე.
იხილეთ ასევე: