ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მათივე ცნობით, რეზერვუარიდან სავარაუდოდ გუდრონი (ბიტუმი) იღვრება, რომელიც მტკვარში ჩადის.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სახანძრო–სამაშველო სამსახური, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.