რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოძრაობა “საქართველოსთვის” და “ მიშას სექტორის” წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი გამოფენის სახით გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსა და სოციალურ პრობლემებს.
აქტივისტებს ბანერებზე ჰქონდათ დაწერილი ის პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლადაც, მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.