ვანში სოფელ ყუმურსა და მიქელეფონში სამი ოჯახი გაქურდეს - ინფორმაციას Megatv ავრცელებს.
მათი ცნობით, წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ხელის ტრაქტორი. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევები იმ დროს მოხდა, როდესაც მეპატრონეები სახლში არ იმყოფებოდნენ.