
"სამუდამოდ სათვალე უნდა მეკეთოს.. სამსახურში თუ დავდივარ, პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ" - ამის შესახებ პირველი არხის ოპერატორი ილია თვალაბეიშვილი 5 ივლისის თავდასხმის შედეგად მიყენებული დაზიანებების თაობაზე სასამართლოში საუბრობს.
ჩვენება მისცა "მთავარი არხის" ოპერატორმა, ლევან კალანდიამაც, რომელმაც თქვა, რომ აგრესიული პირები "დაესივნენ", პლასტმასის ბოთლებსაც ესროდნენ და მისთვის კამერის წართმევაც უნდოდათ. ლევან კალანდიამ გაიხსენა ის დღე, როცა მას ათობით ძალადობრივი დაჯგუფების წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების და მიზეზის გარეშე შეურაცხყოფას აყენებდა.