სამეგრელოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დენის გამანაწილებელს ცეცხლი მოეკიდა

გამოქვეყნდა:

დაკვამლიანება სამეგრელოში, ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლაში - ბოლო გაკვეთილზე სკოლის შესასვლელთან დაკვამლიანება და დენთის ძლიერი სუნი შენიშნეს.

ცეცხლი დენის გამანაწილებელ დაფას მოეკიდა, საიდანაც მთლიან სკოლას გათბობისთვის ელექტროენერგია მიეწოდება. შემთხვევის გამო, ჩაიშალა ბოლო გაკვეთილი. 

სკოლაში სამაშველო სამსახური დროულად მივიდა, ბავშვები გამოიყვანეს და ელექტროენერგია გამორთეს. ხანძარი არ გავრცელებულა. 

სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, გამანაწილებლიდან ელექტროენერგია ყველა ღუმელს მიეწოდება, ამიტომ მოწყობილობამ დატვირთვას ვერ გაუძლო, მოხდა ე.წ. მოკლე ჩართვა, რის გამოც ჩამრთველი დაფა აალდა. 

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, პრევენციისთვის გამოცვლიან 20 მეტრის სიგრძის კაბელს. 

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი