ქოლცენტრების საერთაშორისო სკანდალში გახვეული "ქართული ოცნება" ახალ გეგმას ამუშავებს და ტრანსნაციონალური დანაშაულიდან თავის დაღწევას ცდილობს. ქვეყნის მოკავშირეების ზეწოლის შემდეგ ხელისუფლება იძულებით მოქმედებაზე გადადის.
საბრალდებო სკამზე 5 ახალი ფიგურანტია, თუმცა კიბერდანაშაულის მფარველები, რომლებიც ოპოზიციის განხადებით, ხელისუფლების ზემო ეშელონებში არიან, სავარუდოდ ამ შემთხვევაშიც დაუსჯელები დარჩებიან.
ამ წუთებში თბილისის საქალქო სასამართლო 5 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ისინი კომპანია "ინტეგრა ოფშენის" თანამშრომლები არიან, რომლებსაც მმართველ კლანთან არანაირი შეხება არ აქვთ.
კომპანიით პროკურატურა ჯერ კიდევ ერთ წლის წინ დაინტერესდა, დაიწყო გამოძიება, გამოკითხეს თანამშრომლები, თუმცა ძალოვანმა უწყებამ თაროზე შემოდებული საქმე მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის შემდეგ გააცოცხლა.