
პირბადის გამოუყენებლობა დღეიდან დასჯადი ხდება. მოქალაქეებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ ისინი დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადეს არ ატარებენ. ფიზიკურ პირზე ჯარიმა 20 ლარია, იურიდიული პირები და ინდმეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.
მთავრობამ სპეციალური დადგენილება დღეს უნდა გამოსცეს და პირბადის ტარების წესი დეტალურად გაწეროს. მათ შორის, განისაზღვრება ის, თუ როგორ იმოქმედებს კანონი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და აბიტურიენტებზე.